English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 3 ∘ ბექა ფაცაცია ნინო ხარებავა დავით ჯალაღონია
სახელმწიფო შესყიდვების წარმატების შესწავლა: კონკურენციის გავლენა ეფექტურობაზე საქართველოს სახელმწიფო შესყიდვებში

რეზიუმე

სტატია იკვლევს კავშირს კონკურენციასა და სახელმწიფო შესყიდვებში დადებული ხელშეკრულებების ეფექტიანობას შორის, საქართველოს ოთხ ძირითად სექტორში: საინფორმაციო ტექნოლოგიები, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა და ნავთობი. კვლევის მიზანია გააანალიზოს მონაწილეებს შორის კონკურენციის გავლენა საქართველოში სახელმწიფო შესყიდვების ეფექტიანობაზე. სახელმწიფო შესყიდვების მონაცემების საფუძველზე, განხილულია სხვადასხვა რაოდენობრივი ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ სახელმწიფო შესყიდვების ეფექტურობაზე. ეს ფაქტორები მოიცავს შესყიდვის პროცესის მონაწილეების რაოდენობას, მიღებული წინადადებების რაოდენობას, კონტრაქტის ზომას, მიმწოდებლის დაშორებას პროექტის განხორციელების ადგილიდან, განცხადების გამოქვეყნების პერიოდს. გარდა ამისა, კვლევა განიხილავს დარგებს და შესყიდვების ტიპებს და მათ გავლენას კონკურენტების რაოდენობაზე.

სახელმწიფო შესყიდვების პროცესების გამოსაკვლევად, კვლევა იყენებს სტატისტიკური მეთოდების მრავალფეროვან სპექტრს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონული სისტემის 240 მონაცემის საფუძვლზე, რომელიც მოიცავს 2021-2022 წ.წ. კვლევის მეთოდები მოიცავენ ჰიპოთეზის ტესტირებას, დისპერსიის შეფასებას, არაპარამეტრულ ტესტირებას და აღწერით სტატისტიკას. გამოყენებულ იქნა Welch's ANOVA-ს ტესტი დარგის სახეობის გავლენის შესაფასებლად პრეტენდენტთა რაოდენობაზე. გარდა ამისა, მრავალი წრფივი რეგრესიის მოდელის საფუძვლეზე გაანალიზებულია სხვადასხვა ფაქტორის გავლენა შესყიდვის პროცესში სახელმწიფო ხარჯების დაზოგვაზე. კვლევის შედეგი გვაძლევს წარმოდგენას სახელმწიფო შესყიდვების კომპლექსურ დინამიკაზე და მის დამოკიდებულებაზე შესყიდვების ტიპზე, დარგობრივ და სხვა კრიტიკულ ცვლადებზე.

 სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეთა რაოდენობა გადამწყვეტ როლს თამაშობს კონკურენციის, ეფექტიანობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესების ჩამოყალიბებაში. ხაზგასმით აღინიშნება  მონაწილეთა საკმარისი რაოდენობის მოზიდვის აუცილებლობა სამართლიანი და გამჭვირვალე კონკურენციის უზრუნველსაყოფად.

საკვანძო სიტყვები: სახელმწიფო შესყიდვა, შეთავაზება,  მონაწილეთა კონკურენცია, საჯარო შესყიდვების ეფექტიანობა